პარტია „ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში შეხვედრების გამართვას ბოლნისში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
დელეგატის თქმით, მოსახლეობას კვლავ შეახსენეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და მათი ჩართულობის აუცილებლობა.