„ნამსხმანიდან გეველ განა“ – აჭარის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

„ნამსხმანიდან გეველ განა“ – ამ სახელწოდებით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჭარის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის, ქობულეთის, შუახევისა და ქედის სალოტბარო სკოლების 89 მოსწავლემ აჭარული სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები შეასრულეს.
საღამოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ლიკა ლიპარტელიანია.
კონცერტს უძღვებოდა ეთნომუსიკოლოგი ნუნუკა შველიძე.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, სიტყვით გამოსვლისას, სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პირველი სალოტბარო სკოლის გახსნა გაიხსენა და ამ საქმეში ანზორ ერქომაიშვილის და ჯემალ ჭკუასელის მხარდაჭერაზე ისაუბრა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სალოტბარო სკოლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ .
საღამო აჭარული სიმღერების პოპურით დასრულდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები