საქართველოსთან მატჩის დროს სტვენის გამო, უეფასგან ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა

უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისიის მიერ ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დაჯარიმდა, ალბანელი გულშემატკივრების მიერ მატჩებში: უკრაინა – ალბანეთის (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მომხდარი ინციდენტების გამო.

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია მოედანზე ნივთების სროლისთვის 4750 ევროთი დააჯარიმეს.
საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის კი ფედერაცია 12500 ევროთი დააჯარიმეს.

რაც შეეხება კომიტეტის გადაწყვეტილებას უკრაინა-ალბანეთის მატჩზე: თამაშის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნისთვის, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროთი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები