ირაკლი კირცხალია – პრეზიდენტზე: შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, ჩათვალეთ, რომ მეორე დღესვე დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი

“როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტად წოდებული რომ გამოდის და ღიად არის ჩართული საარჩევნო პროცესში?!”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს.

“შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, ჩათვალეთ, რომ მეორე დღესვე დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი. ამ ქალბატონს არ აქვს მორალური უფლება, რომ ამ პოსტიდან წავიდეს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი. ის უნდა იყოს გადაყენებული პრეზიდენტი. ასეთ შეურაცხყოფას აყენებ პრეზიდენტის ინსტიტუტს, გამოდიხარ ამხელა თანამდებობის პირი და აანონსებ, რომ აქ უნდა გახსნა საარჩევნო შტაბი, ეს მინიმუმ საზოგადოების შეურაცხყოფაა”, – აცხადებს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები