ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: მათი ლობისტები ცდილობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამოუყალიბონ ლიდერად

“მათი ლობისტები ცდილობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამათ ჩამოუყალიბონ ლიდერად”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სამოქმედო სცენარი გაწერილი აქვს.

“აბსოლუტურად ყველა მათი ქმედება და არა მხოლოდ მათი, თუნდაც მაკკეინის წერილი მიუთითებს, რომ პირდაპირი სცენარი ჩამოვიდა და, ეს სცენარი იქნება სახელმძღვანელო “კოლექტიური ნაცმოძრაობის” პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ ხელმძღვანელი იყოს. კარგად ვხედავთ, რა შიდა დაპირისპირებებიც არის ამ ყოვლად არაკონსტიტუციური და სამართალდამრღვევი ადამიანის ირგვლივ. მათი ლობისტები ცდილობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამათ ჩამოუყალიბონ ლიდერად, რომ გაეერთიანებინა ისინი ამ რაღაც ქარტიით. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოიყვანეს და სალომე ზურაბიშვილს განაცხადებინეს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა გადააქციოს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” შტაბად, მიღებული აქვთ ინსტრუქციები, სცენარი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს სცენარი მოიყვანონ სისრულეში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები