დღეს ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მთავარ ქალაქ ნაბათიეში, მუნიციპალურ შტაბზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა მერი და სულ მცირე, ხუთი მოქალაქე,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს ისრაელმა პირველად გამოსცა ცნობა ნაბათიეს, ათიათასობით მოსახლის ქალაქის ევაკუაციის შესახებ, მერმა აჰმედ კაჰილმა გააცხადა, რომ ის ქალაქს არ დატოვებდა.
გამოცემის ინფორმაციით, შეტევამ გააჩინა შიში, რომ ისრაელის გაფართოებული საჰაერო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლას” განადგურებას, შეიძლება, სულ უფრო მეტად მოიცავდეს საჯარო მოხელეებს და შენობებს, რომლებიც აქამდე გარკვეულწილად დაცული იყო.
ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ ქალაქზე თავდასხმა დაგმო.