ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის  მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

„შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ხონის მერიას და საკრებულოს მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხონში ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები