„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად შეხვდა სამგორის რაიონის ახალგაზრდა სპორტსმენებს
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად შეხვდა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგატმა აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურა იმდენად სწრაფად ვითარება, რომ დღეის მდგომარეობით სამგორი ერთ-ერთი პირველია თბილისში სპორტული მოედნებისა და სპორტული კომპლექსების რაოდენობით. ამასთან, სამგორის რაიონში სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც გრძელდება რამდენიმე სპორტული მოედნის და სპორტკომპლექსის მშენებლობა. შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დელეგატმა სპორტის ლეგენდებს შეხვედრაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სწორედ ეს ერთსულოვნება გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის არჩევნებში და ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და მის შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს.
შეხვედრას ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოჩენილი სპორტსმენები, სპორტული მედიცინის და სამწვრთნელო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.