ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს

ალბანეთმა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა – ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ჩვენი მიზანია დავასრულოთ ეს პროცესი ამ ათწლეულში და ვიყოთ მზად, დავაკაკუნოთ ევროპის საბჭოს კარზე, როგორც წევრი ქვეყანა“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ.

მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს გაწევრიანების საფუძვლები, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები.

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები