კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 9 ათას 371 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 9 ათას 371 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ ცნობით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული. ამ ინფორმაციის მიხედვით,…

ინდოეთში პოლიციასა და ერთ-ერთ რელიგიურ სექტას შორის შეტაკებების დროს 19 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში პოლიციასა და ერთ-ერთი რელიგიური სექტის წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს 19 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია. როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, პოლიცია…

საბერძნეთის კუნძულ კრიტთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

გემი, რომლის ბორტზე რამდენიმე ასეული მიგრანტი იმყოფებოდა, საბერძნეთის კუნძულ კრიტის სამხრეთით ჩაიძირა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა 250 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.…

ევროპარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის პარლამენტმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატასთან - დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. ეს გადაწყვეტყილება ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის და რვა პარტიის ლიდერის…

საფრანგეთში ძლიერი წყალდიდობაა (ფოტო, ვიდეო)

საფრანგეთში ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი პერიოდი, რომელიც მაისში დაიწყო, ივნისშიც გაგრძელდა. მდინარე სენაში წყლის დონე ნორმალურზე 4,15 მეტრით მაღლა ავიდა, რის გამოც ხელისუფლებამ მეტროს რამდენიმე სადგური დახურა. საფრანგეთის…

გერმანიაში სამი პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ

გერმანიის სამართალდამცველმა ორგანოებმა სამი სირიელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ისინი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული შეტევების…

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

აშშ-ის ტენესის შტატში ავიაგამანადგურებელმა F/A-18-მა კატასტროფა განიცადა. პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავმა კატასტროფა ავიაშოუს დაწყებამდე, ვარჯიშის დროს განიცადა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. მიწაზე…

ჩრდილოეთ ირლანდიაში გეებს სისხლის ჩაბარების უფლება მისცეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ 1984 წელს დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, რომელიც გეებს სისხლის ჩაბარებას უკრძალავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი წევრი იყო, რომელშიც ამ დრომდე ეს…

ტაილანდში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ქვეყნიდან ვეფხვის ტყავების გატანას ცდილობდნენ

ტაილანდის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნიდან ვეფხვის ტყავების, კბილების და სხეულის სხვა ნაწილების გატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს პირები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ბუდისტური მონასტრის…

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას მიესალმება

სომხეთი მიესალმება გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის გერმანიის მიერ შეტანილი…