აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 9 ათას 371 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 9 ათას 371 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ ცნობით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილია 21 ათას 523 ადამიანი. ასევე, გაეროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2016 წლის აპრილის მონაცემებით, 3 ათას 687 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები