აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

აშშ-ის ტენესის შტატში ავიაგამანადგურებელმა F/A-18-მა კატასტროფა განიცადა. პილოტი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავმა კატასტროფა ავიაშოუს დაწყებამდე, ვარჯიშის დროს განიცადა. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. მიწაზე კატასტროფას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია. თვითმფრინავი F/A-18 აშშ-ის საზღვაო ძალებში შედიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები