ტაილანდში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ქვეყნიდან ვეფხვის ტყავების გატანას ცდილობდნენ

ტაილანდის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნიდან ვეფხვის ტყავების, კბილების და სხეულის სხვა ნაწილების გატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს პირები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ბუდისტური მონასტრის ტერიტორიიდან გამოდიოდნენ. ტყავების გარდა, ამ ადამიანებს 700 პატარა ფლაკონი ჰქონდათ, რომელშიც ვეფხვის ტყავი იყო – ის აზიის ქვეყნებში წარმატების მოტანის თილისმად ითვლება.
რამდენიმე დღის წინ ტაილანდის ბუდისტური მონასტრიდან ვეფხვების გამოყვანა დაიწყეს. მონასტერში მყოფ სასულიერო პირებს ცხოველებთან სასტიკ მოპყრობასა და მათ უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ამ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში სამონასტრო კომპლექსის მაცივარში 40-მდე მკვდარი ვეფხვის ბოკვერი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები