საბერძნეთის კუნძულ კრიტთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

გემი, რომლის ბორტზე რამდენიმე ასეული მიგრანტი იმყოფებოდა, საბერძნეთის კუნძულ კრიტის სამხრეთით ჩაიძირა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა 250 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემის ბორტზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მხოლოდ გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 880 ადამიანი დაიღუპა, მაშველებმა 5 ათას 600 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. 2016 წელს, საერთო ჯამში, ხმელთაშუა ზღვაში 2,5 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში აფრიკიდან ჩასვლას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები