ევროპარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის პარლამენტმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატასთან – დუმასთან კონტაქტების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება. ეს გადაწყვეტყილება ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის და რვა პარტიის ლიდერის შეხვედრაზე მიიღეს.
ევროპარლამენტმა რუსეთის დუმასთან ურთიერთობები ყირიმის ანექსიის შემდეგ შეაჩერა. ახლა კი ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელობამ არქტიკული რეგიონის პარლამენტის წევრების კონფერენციაზე წარმომადგენლის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რუსეთში 14-16 ივნისს გაიმართება. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტს კვლავ არ ექნება ურთიერთობები რუსეთის სახელმწიფო დუმის იმ წევრებთან, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში“ აღმოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები