სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას მიესალმება
სომხეთი მიესალმება გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების საქმეში, ასევე, ზოგადად, გენოციდის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„სომხეთი მიესალმება გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სომეხთა წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარების თაობაზე“, – აცხადებს ნალბანდიანი.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციას გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებას თურქეთის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც ბერლინიდან ელჩი გაიწვია.