ჩრდილოეთ ირლანდიაში გეებს სისხლის ჩაბარების უფლება მისცეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ 1984 წელს დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, რომელიც გეებს სისხლის ჩაბარებას უკრძალავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი წევრი იყო, რომელშიც ამ დრომდე ეს შეზღუდვა მოქმედებდა. შოტლანდიაში, უელსსა და ინგლისში გეებისთვის დონორობის შეზღუდვის ვადა ერთი წლით განისაზღვრება. კანონი, რომელიც ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარებას უკრძალავდა, დიდ ბრიტანეთში შიდსის გავრცელების გამო იყო მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები