გერმანიაში სამი პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ

გერმანიის სამართალდამცველმა ორგანოებმა სამი სირიელი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ისინი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები. წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული შეტევების განხორციელება დიუსელდორფში იგეგმებოდა. ერთ-ერთ ტერორისტს აფეთქება უნდა მოეწყო, ხოლო ორს მოსახლეობისთვის ცეცხლი გაეხნა. რამდენიმე დღის წინ გერმანიის დაზვერვის უფროსმა ჰანს – გეორგ-მაასენმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილებთან ერთად შესაძლოა, 100 ტერორისტი მოხვედრილიყო.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიერის თქმით, გერმანიაში დღეს დანაშაულების უმეტესობას მიგრანტები სჩადიან. გერმანიაში რეგისტრაციის გარეშე ამჟამად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული ნახევარი მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები