ინდოეთში პოლიციასა და ერთ-ერთ რელიგიურ სექტას შორის შეტაკებების დროს 19 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში პოლიციასა და ერთ-ერთი რელიგიური სექტის წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს 19 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, პოლიცია ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობდა. სექტანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი ცხრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები