კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

ინდოეთში ექიმებმა მამაკაცის კუჭიდან 40 დანა ამოიღეს

ინდოეთის ქალაქ ამრიტსარში ოპერაციის დროს პაციენტის კუჭიდან 40 დანა ამოიღეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ექიმების ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი დანებს ყლაპავდა. ამას პაციენტი სამი თვის განმავლობაში აკეთებდა. მედიკოსების თქმით,…

იემენში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

იემენში სახელისუფლო ძალებსა და ხუსიტ ამბოხებულებს შორის შეტაკებების დროს 46 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებული შეტაკება ტაიზის პროვინციის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. იემენში 2014 წლის ბოლოდან სამოქალაქო ომი…

თურქეთში ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირნაქის პროვინციაში სამხედროების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ…

სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორია დაიბომბა

თურქეთის ქალაქ კილისის მახლობლად სირიის მხრიდან გაშვებული სამი რაკეტა აფეთქდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ…

ერაყში ბრიტანელი გამნაღმველი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ერ-რამადის მახლობლად განაღმვითი სამუშაოების დროს ორი ადამიანი დაიღუპა - ერთ-ერთი ბრიტანელი გამნაღმველია, ხოლო მეორე - ერაყელი პოლიციელი. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბომბის გაუვნებელყოფის…

რუს სამხედროს, რომელმაც სომხეთში 7 ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს სომხეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პერმიაკოვი 7 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიების ინფორმაციით, ვალერი პერმიაკოვმა 2015 წელის 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში რუსეთის შეიარაღებული…

შეერთებული შტატების დელეგაცია თურქეთში გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ექსპტრადირების შესაძლებლობას განიხილავს, თურქულ მხარესთან ანკარაში მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში…

უნგრელი დეპუტატი ღორების თავებით მიგრანტთა დაფრთხობის ინიციატივით გამოვიდა

ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთიდან დიორდ შოპფლინი მიგრანტთა დასაფრთხობად საზღვარზე ღორების თავების აღმართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ განცხადების შემდეგ დეპუტატი ქსენოფობიასა და ადამიანის უფლებების…

ნიგერიის საჰაერო ძალებმა „ბოკო ჰარამის“ რამდენიმე ლიდერი მოკლეს

ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მოძრაობა „ბოკო ჰარამის“ რამდენიმე ლიდერი მოკლეს. ავიაიერიში ტერორისტების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელდა. „ტერორისტების ლიდერი აბუბაკარ შეკაუ ავიადარტყმის შედეგად სერიოზულად…

ბანგლადეშში ამიაკით 50 ადამიანი მოიწამლა

ბანგლადეშში სასუქის ქარხანაში მომწამლავი გაზების გაჟონვის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ინციდენტი ქალაქ ჩიტაგონგში მოხდა. ამჟამად პოლიცია და მეხანძრეები ამიაკის გავრცელების აღმოფხვრას ცდილობენ.…