ინდოეთში ექიმებმა მამაკაცის კუჭიდან 40 დანა ამოიღეს
ინდოეთის ქალაქ ამრიტსარში ოპერაციის დროს პაციენტის კუჭიდან 40 დანა ამოიღეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ექიმების ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი დანებს ყლაპავდა. ამას პაციენტი სამი თვის განმავლობაში აკეთებდა.
მედიკოსების თქმით, პაციენტი გასულ კვირას საავადმყოფოში მივიდა და კუჭის ტკივილების ჩივილით ექიმებს მიმართა. მან არ აღიარა, რომ დანებს ყლაპავდა. ეს შემოწმების შედეგად ექიმებმა დაადგინეს. ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. პაციენტი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.