თურქეთში ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შირნაქის პროვინციაში სამხედროების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ამ ნაწილში რეგულარულად ხდება შეტაკებები, ერთი მხრივ, თურქ სამხედროებსა და პოლიციას და, მეორე მხრივ, ქურთ „ბოევიკებს“ შორის. „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქ სამხედროებს შორის კონფლიქტი 2015 წლის ივლისში განახლდა. მას შემდეგ რეგიონში 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.