ერაყში ბრიტანელი გამნაღმველი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ერ-რამადის მახლობლად განაღმვითი სამუშაოების დროს ორი ადამიანი დაიღუპა – ერთ-ერთი ბრიტანელი გამნაღმველია, ხოლო მეორე – ერაყელი პოლიციელი. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბომბის გაუვნებელყოფის დროს კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. მიმდინარე წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ერაყის ჯარმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქი გაათავისუფლა, ერ-რამადიში ამერიკული ორგანიზაცია Janus Global Operations-ი განაღმვით სამუშაოებს ატარებს. ამ ხნის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების დროს აუფეთქებელი ნაღმებისგან და ჭურვებისგან ათობით მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები