ბრაზილიამ იაპონია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში, NRG სტადიონზე გამართული 1/16 ფინალის მატჩი იაპონელების დომინირებით დაიწყო, კაიშუ სანომ 29-ე წუთზე გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ, ბრაზილიელებმა ანგარიში 56-ე წუთზე კაზემიროს ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს.

დამატებით დროში, 90+6 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ბრაზილია ტურნირის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრები კოტ-დ’ივუარ-ნორვეგიის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები