გერმანიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გერმანიის ქალაქ შტადეში (ქვემო საქსონია) ახალგაზრდულ ცენტრში სროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

ლიუნებურგის პოლიციის ცნობით, ხუთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ყველა გარდაცვლილი პირი ზრდასრული იყო.

„რამდენიმე დაშავებულია, ზოგიერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

გამომძიებლებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის სავარაუდო მსროლელი.

გერმანიის პოლიცია მიიჩნევს, რომ შტადეში მომხდარი სროლა „ოჯახური ძალადობის შემთხვევა“ იყო და გამოძიების ამჟამინდელი მდგომარეობის საფუძველზე, პოლიტიკური მოტივის ნიშნებს არ ავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები