სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორია დაიბომბა
თურქეთის ქალაქ კილისის მახლობლად სირიის მხრიდან გაშვებული სამი რაკეტა აფეთქდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე კი სირიიდან გაშვებული ორი ჭურვი ქალაქ კარკამისის მახლობლად ჩამოვარდა. ეს ქალაქი ასევე სირიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.