შეერთებული შტატების დელეგაცია თურქეთში გიულენის ექსტრადირების შესაძლებლობას განიხილავს
შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ექსპტრადირების შესაძლებლობას განიხილავს, თურქულ მხარესთან ანკარაში მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იუსტიციის სამინისტროს სამი წარმომადგენელი და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მივლენილი ერთი პირი შედის. მოლაპარაკება ორ დღეს უნდა გაგრძელდეს. ამერიკული მხარე ანკარისგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენის კავშირის დამადასტურებელი მასალების მიწოდებას ითხოვს.