რუს სამხედროს, რომელმაც სომხეთში 7 ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს სომხეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პერმიაკოვი 7 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიების ინფორმაციით, ვალერი პერმიაკოვმა 2015 წელის 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზა თვითნებურად მიატოვა და ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი მოკლა. ამის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა თურქეთში გაქცევა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები