ბანგლადეშში ამიაკით 50 ადამიანი მოიწამლა

ბანგლადეშში სასუქის ქარხანაში მომწამლავი გაზების გაჟონვის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინციდენტი ქალაქ ჩიტაგონგში მოხდა. ამჟამად პოლიცია და მეხანძრეები ამიაკის გავრცელების აღმოფხვრას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომწამლავმა ნივთიერებებმა ერთ-ერთი მილსადენიდან გაჟონა. მოსახლეობას ურჩევენ, საკუთარი სახლები არ დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები