ნიგერიის საჰაერო ძალებმა „ბოკო ჰარამის“ რამდენიმე ლიდერი მოკლეს

ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მოძრაობა „ბოკო ჰარამის“ რამდენიმე ლიდერი მოკლეს. ავიაიერიში ტერორისტების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელდა.
„ტერორისტების ლიდერი აბუბაკარ შეკაუ ავიადარტყმის შედეგად სერიოზულად დაიჭრა“, – განაცხადა ნიგერიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სანი კუკაშეკა უსმანმა.
ცნობისთვის, ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნისთვის იბრძვის. ტერორისტების მოქმედების შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები