იემენში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

იემენში სახელისუფლო ძალებსა და ხუსიტ ამბოხებულებს შორის შეტაკებების დროს 46 ადამიანი დაიღუპა.
შეიარაღებული შეტაკება ტაიზის პროვინციის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
იემენში 2014 წლის ბოლოდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მასში, ერთი მხრიდან, პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის ძალები, ხოლო, მეორე მხრიდან, ამბოხებული ხუსიტები მონაწილეობენ.
სამთავრობო ძალებს მხარს უჭერს არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამოქალაქო ომის გამო სამ მილიონამდე იემენელმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები