უნგრელი დეპუტატი ღორების თავებით მიგრანტთა დაფრთხობის ინიციატივით გამოვიდა

ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთიდან დიორდ შოპფლინი მიგრანტთა დასაფრთხობად საზღვარზე ღორების თავების აღმართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ განცხადების შემდეგ დეპუტატი ქსენოფობიასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სკანდალი მაშ შემდეგ აგორდა, რაც ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ენდრიუ სტროლაინმა ტვიტერში „ვაშინგტონ პოსტიდან“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამოქვეყნებულია ბოსტნეულის თოჯინები, რომლებიც მიგრანტთა დასაშინებლად უნგრეთის საზღვარზეა აღმართული.
ამაზე შოპფლინმა უფლებადამცველს უთხრა, რომ მიგრანტების დაფრთხობა უფრო ეფექტურია ღორის თავებით. სტროლიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს „ნაციონალისტ ტროლის“ განცხადებაა და შოპფლინი უნგრეთს და ევროპას არცხვენს.
ცნობისთვის, მუსულმანები ღორის ხორცს არ ჭამენ, ვინაიდან ის სუფთა ხორცად არ ითვლება. მიმდინარე წლის ოქტომბერში უნგრეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირის პოლიტიკისადმი ლტოლვილების იძულებითი ჩასახლების მიმართ დამოკიდებულებას დააფიქსირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები