ისრაელ კაცი: ისრაელი შესაძლოა ხვალ ირანთან ომის მდგომარეობაში აღმოჩნდეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თუ ირანი ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს, ქვეყანა შესაძლოა ხვალვე ირანთან ომის მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

პორტალი Ynet-ის ცნობით, კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაევალათ, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაონ გეგმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციისთვის.

მისივე თქმით, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ირანის ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ არ შევეგუებით არცერთ სიტუაციას, როდესაც ირანი ისრაელს ესვრის. ეს ამერიკულ მხარესაც ნათლად ეცნობა. ისრაელის თავდაცვის ძალები უბრალოდ ელოდება მოვლენების ასეთ განვითარებას და სრულ მზადყოფნაშია. სამიზნეები უკვე იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები