ცოტნე ივანიშვილი: გადაჭრით ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის დაინტერესებულია ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის კვლევით, ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, სტუმრის რანგში ესწრება, რამდენადაც გულშემატკივრობს მსგავსი ტიპის ინიციატივებს.

„არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ ვთქვათ რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსი ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. რა მიმართულებითაც გითხარით ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიშრომო, თუმცა არ ვასაჯაროებ  არაფერს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო”, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები