23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების ბოლო ფაზა დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის…

სტამბოლის სასამართლომ სამხედრო ამბოხების საქმეზე 100 ოფიცერი პატიმრობაში დატოვა

სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 100 ოფიცერი პატიმრობაში დატოვა. ეს პირები 15 ივლისის შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობისთვის დააკავეს. 11 პირი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. 17 დეკემბერს თურქეთის 58…

მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების ოსტატი რასულ მირზაევი დაჭრეს

მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი რასულ მირზაევი დაჭრეს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, მირზაევს ქუჩაში რამდენიმე პირი დახვდა და სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ის პნევმატური პისტოლეტიდან დაჭრეს. მირზაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რასულ…

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ტრანსგენდერის ადვოკატის ციალა რატიანის ინფორმაციით, ბოლო ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის…

ერაყში 2003 წლის შემდეგ 455 ჟურნალისტი დაიღუპა

ერაყში 2003 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები შევიდნენ, 455 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ერაყის ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ერაყში 20 ჟურნალისტი…

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინასაახალწლოდ პროდუქტები მიუტანა

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნა და წინასაახალწლოდ მათთვის პროდუქტები მიეტანა. მან პირადად მოიძია სოციალურად ყველაზე დაუცველი ოჯახები და თითო სოფელში…

ამერიკის სანაპირო დაცვამ შეაჩერა თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ერის ტბის თავზე გაუჩინარდა

აშშ–ის სანაპირო დაცვამ შეაჩერა თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ადგილობრივი დროით ხუთშაბათს საღამოს კლივლენდის აეროპორტიდან ოჰაიოს მიმართულებით გაფრინდა და ერის ტბაზე გაუჩინარდა. თვითმფრინავს „სესნა–525“ კომპანია Superior Beverage…

ტრამპი პუტინზე: ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან ჭკვიანია

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიები CNN და NBC News რუსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის გააკრიტიკა. „რუსები CNN-მა და NBC-მ გააბრიყვეს. ძალიან სასაცილოა ამის ყურება. ეს ტელეკომპანიები კი ამას ვერც კი ხვდებიან“…

რომის ხალხური მუსიკის ფესტივალში ქართული ფოლკბენდი – „ლალე“ მიიღებს მონაწილეობას

2017 წლის 13-15 იანვარს, რომის ხალხური და ტრადიციული მუსიკის ფესტივალში ,,ერიკეტა“ ქართული ფოლკბენდი „ლალე“ მიიღებს მონაწილეობას. ამ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ფესტივალი გაიმართება teatro Italia-ში (მისამართი: via…

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 18 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ბაზრობაზე მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. მომხდარი სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.…