გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინასაახალწლოდ პროდუქტები მიუტანა

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნა და წინასაახალწლოდ მათთვის პროდუქტები მიეტანა. მან პირადად მოიძია სოციალურად ყველაზე დაუცველი ოჯახები და თითო სოფელში ყველაზე გაჭირვებულ 12 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა.
სოფლების მოვლის შემდეგ, სავალან მირზოევმა საკუთარ ბიუროში ააიპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. მან ყველა ბენეფიციარს საახალწლო ტკბილეული და სათამაშო გადასცა, თანადგომას დაპირდა და როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ახლაც აღნიშნა, რომ ამ ბავშვებს ყურადღებას არასდროს მოაკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები