ამერიკის სანაპირო დაცვამ შეაჩერა თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ერის ტბის თავზე გაუჩინარდა

აშშ–ის სანაპირო დაცვამ შეაჩერა თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია, რომელიც ადგილობრივი დროით ხუთშაბათს საღამოს კლივლენდის აეროპორტიდან ოჰაიოს მიმართულებით გაფრინდა და ერის ტბაზე გაუჩინარდა.
თვითმფრინავს „სესნა–525“ კომპანია Superior Beverage Group–ის გენერალური დირექტორი ჯონ ფლემინგი მართავდა. მის გარდა ბორტზე კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის მეუღლე და ორი შვილი იმყოფებოდნენ.
ტბა ერის თავზე, აეროპორტ ბერკის მახლობლად თვითმფრინავმა მოულოდნელად სიმაღლე დაკარგა.
სამაშვველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ის ცუდი ამინდის და მაღალი ტალღების გამო ძალზე რთულად წარიმართა.
წელიწადის ამ დროს ტბა ერიში წყლის ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსს შეადგენს, ასე რომ ადამიანების გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები