ერაყში 2003 წლის შემდეგ 455 ჟურნალისტი დაიღუპა

ერაყში 2003 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები შევიდნენ, 455 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ერაყის ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ერაყში 20 ჟურნალისტი დაიღუპა. მათი უმეტესობა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოკლეს.
სააგენტო იუწყება, რომ ერაყში ამჟამად კანონი პრაქტიკულად არ მოქმედებს და ეს ქვეყანა ჟურნალისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე სახიფათოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები