ტრამპი პუტინზე: ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან ჭკვიანია

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიები CNN და NBC News რუსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის გააკრიტიკა. „რუსები CNN-მა და NBC-მ გააბრიყვეს. ძალიან სასაცილოა ამის ყურება. ეს ტელეკომპანიები კი ამას ვერც კი ხვდებიან“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ტრამპმა ეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ, რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე უარი განაცხადა. „მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან ჭკვიანია“, – წერს ტრამპი.
ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთი 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას აპირებს, ტელეკომპანია CNN–მა გაავრცელა.
untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები