რომის ხალხური მუსიკის ფესტივალში ქართული ფოლკბენდი – „ლალე“ მიიღებს მონაწილეობას

2017 წლის 13-15 იანვარს, რომის ხალხური და ტრადიციული მუსიკის ფესტივალში ,,ერიკეტა“ ქართული ფოლკბენდი „ლალე“ მიიღებს მონაწილეობას. ამ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ფესტივალი გაიმართება teatro Italia-ში (მისამართი: via Bari,18.)
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება, ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „დაისის მიზიდულობა“, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
შაბათს, 14 იანვარს, 20.30 საათზე – ანსამბლი „ლალე“ წარდგება Teatro Italia-ში;
კვირას, 15 იანვარს, 15.00 საათზე, Cinema Trevi – Cineteca Nazionale-ში (Vicolo del Puttarello, 25)  გაიმართება დოკუმენტური ფილმის „დაისის მიზიდულობის“  ჩვენება. ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე, ინგლისური ტიტრებით. ჩვენებას დაესწრება ავტორიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები