23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების ბოლო ფაზა დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა. სწავლებისას გამოყენებული იყო ამერიკული სპეციალური დანიშნულების მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საველე სწავლების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთბის, სამედიცინო ევაკუაციის, კონტაქტზე რეაგირებისა და სხვა სამხედრო ტიპის ამოცანა შესრულდა. სწავლებაში 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკელი საზღვაო ქვეითები.
გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.

23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები