მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების ოსტატი რასულ მირზაევი დაჭრეს

მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი რასულ მირზაევი დაჭრეს. სააგენტო „ტასის“ ცნობით, მირზაევს ქუჩაში რამდენიმე პირი დახვდა და სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ის პნევმატური პისტოლეტიდან დაჭრეს. მირზაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რასულ მირზაევი საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონია და შერეული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებულია. 2012 წელს მოსკოვის სასამართლომ მირზაევს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნეს. ტრაგედია 2011 წელის აგვისტოში მოხდა. მოსკოვის რესტორან „გარაჟის“ მახლობლად მომხდარი ჩხუბის დროს მირზაევმა 10 წლის ივან აგაფონოვს დაარტყა. აგაფონოვი საავადმყოფოში მიყვანის შედმეგ გარდაიცვალა. თავდაპირველად მირზაევს 15–წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები