“ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა შუა დერეფნის ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული” – რომან კაკულია

“არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა შუა დერეფნის ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“ განაცხადა.

„ევროკავშირში უკვე ძალიან კარგად განიხილავენ იმას, რომ რადგანაც ეს ფუნქცია თავის თავზე უკრაინამ აიღო – დაპირისპირება რუსეთთან, და მაშინ ასეთი მკაფიო არ იყო ჩრდილოეთითა და სამხრეთით დერეფნების ასეთი დიდი გამოწვევები და ამიტომ განიხილებოდა საქართველოც ამ პროექტის ნაწილად. მაგრამ დღეს, როდესაც ეს დერეფნები ასე ჩაკეტილია და ცეცხლის შეწყვეტა დროებით კიდეც რომ მოხდეს, გასაგები ხდება, რომ ეს მხოლოდ დროებითი იქნება და არავინ იცის, როდის ჩაიკეტება ისევ. შუა დერეფანმა, შესაძლოა ერთადერთი დერეფნის სტატუსიც კი შეიძინოს.

აქედან გამომდინარე, არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა ამ ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია, მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული. ახლა საქმე ისაა, რომ ეს მათ პირდაპირ ასე აღიარონ და დაიწყონ საქართველოსთან ურთიერთობა, მაშინ უნდა აღიარონ, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში, რასაც ისინი ამბობდნენ, იყო ტყუილი. ამას რომ ვერ აკეთებენ, ეს არის მათი ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები