აშშ ირანს სანქციებს უწესებს

აშშ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, რათა მხარი დაუჭიროს გაერო-ს სანქციებსა და შეზღუდვებს ირანის მიმართ ბირთვული ვალდებულებების „მნიშვნელოვანი შეუსრულებლობის“ გამო.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ირანს ბირთვული იარაღისკენ მიმავალ ყველა გზას მოუჭრიან.

“აშშ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ახალი სანქციები და საექსპორტო კონტროლი შეეხება 44 სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის ბირთვულ, სარაკეტო და სამხედრო პროგრამებთან. როგორც პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, ჩვენ ირანს ბირთვული იარაღისკენ მიმავალ ყველა გზას გადავუჭრით“, – წერს რუბიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები