„ბრიტანეთის „გამჭვირვალობის კანონი“ ფიზიკურ პირს ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გაერთიანებულ სამეფოში ამოქმედებულ „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემაზე“ საუბრისას განაცხადა.
„მათაც კარგად გაათვითცნობიერეს და გააანალიზეს გამჭვირვალობის მნიშვნელობა. როდესაც ბრიტანეთი ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენს უმარტივეს, 6-გვერდიან გამჭვირვალობის კანონზე, სადაც მხოლოდ დეკლარირება არის მოთხოვნილი და ფიზიკურ პირს არ ეხება, არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათი კანონი ფიზიკურ პირსაც ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. ასევე რამდენიმე მუხლი ძალიან ახლოს არის რუსულ კანონთან. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები რა თქმა უნდა, სწორ დასკვნას გააკეთებენ, თუ რამდენად უაპელაციო და არგუმენტებისგან დაცლილი ბრალდებები მოდის „ქართული ოცნების“ მისამართით”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებული აქცენტით – ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ.