ორბანმა უპასუხა კითხვას, ჩამოაგდებს თუ არა უნგრეთი რუსულ დრონებს თავის საჰაერო სივრცეში

უნგრეთი გეგმავს რუსული დრონების განადგურებას, თუ ისინი განზრახ ან შემთხვევით დაარღვევენ მის საჰაერო სივრცეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Harcosok Órája-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, კი. ჩვენ ამის არ გვეშინია, რა თქმა უნდა, მათ ჩამოვაგდებთ“, – აღნიშნა მან.

ორბანის თქმით, დასავლეთ ევროპელების პოზიცია რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით არასწორია.

„ჩვენ [ევროპა] ყველა ასპექტში უფრო ძლიერები ვართ. არასდროს მესმოდა, რატომ ვსაუბრობთ, როცა უფრო ძლიერები ვართ ისე, თითქოს სუსტები ვიყოთ. რუსეთი ჩვენთან შედარებით სუსტია, სუსტი სამხედრო თვალსაზრისით, სუსტი ეკონომიკურად და რაოდენობრივადაც“, – განაცხადა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები