მაია ნადირაძე Facebook-ზე სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე Facebook -ზე ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრს, სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა.

მაია ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე სამადაშვილს აკრიტიკებს.

„სრულიად ქოცქალები, თავიანთი მონდომების მიუხედავად, ვერ ასიამოვნებდნენ ივანიშვილს ისე, როგორც ეს სამადაშვილს გამოუვიდა.

მაგან ისე იცის პოლიტიკა, როგორც მე კვანტური მექანიკა. მე ის მაინც ვიცი, რომ არ ვიცი კვანტური მექანიკა.

ეს „ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი“ გვიმტკიცებს, რომ ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმის პირობებში, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ის დავასუსტოთ.

არც ვიცი, როგორ დავცინო, უმარტივესი ირონიაც კი მისთვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს. ირონია კი არა, ფაქტებიც არ იცის. ამის გადმოსახედიდან ვენესუელაში მადურო დამარცხებულია უკვე არჩევნებით…

ეს გაბღენძილი მედროვე ქალი იქით იყოს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: „ყველა გავერთიანდეთ“ არ არის სწორი ფორმულა, როცა იქ სამადაშვილები არიან.

„გავერთიანდეთ ყველა, ვისაც გული გვერჩის და ქვეყანა გვიყვარს“.

მაინც ძალიან ბევრნი ვართ, რომ ეს ზედაპირზე ამოტივტივებული ნაგავი გადავრეცხოთ, თავის სამადაშვილებიანად.

@4 ოქტომბერი

@დროშების რევოლუცია!“ – დაწერა მაია ნადირაძემ.

ნადირაძის პოსტს სალომე სამადაშვილი კომენტარებში გამოეხმაურა.

„უი, რამდენი ბოღმა გინთხევია, მაია. ისე ვენესუელას არ გადავწვდებოდი შენს ადგილზე, ან რამეს წავიკითხავდი ჯერ, უხერხულია… გავიგებდი, როგორ გაანადგურა ბოიკოტებმა ოპოზიცია წლების მანძილზე ვენესუელაში და რეჟიმი გაამყარა. ბოიკოტის საწინააღმდეგო მაგალითი თუ გინდოდა მოგეყვანა, ზუსტად შეარჩიე. გიზიარებ სტატიას, კიდევ შემიძლია მოგამარაგო. დროშები კარგია და კომპეტენტურობაც თუ ახლავს თან, მით უკეთესი.

კვანტური ფიზიკის დონეზე არა, ისე, ნიუსებს მაინც რომ კითხულობდეს ადამიანი და ცოტა აზრზე იყოს, მსოფლიოში რა ხდება. თორემ დროშების ტარების ამარად არ დარჩეს ეს ქვეყანა“,- დაწერა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები