კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა წარმოადგენს.
სამიტის ფარგლებში, ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ.