ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე” – ჩამოიხსნეს ნიღბები, აჩვენეს თავიანთი ხელები, რომლებიც იდაყვებამდე სისხლში აქვთ

“ჩამოიხსნეს ნიღბები, აჩვენეს თავიანთი ხელები, რომლებიც იდაყვებამდე სისხლში აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება.

“ეს არის ხელწერა, რომელიც “ნაცმოძრაობას” ახასიათებს და მეორე, საგანგებოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელი – მოიხსნეს უკვე ნიღბები, არავითარი მშვიდობიანი დამხობა ბუნებაში არ არსებობს”, – აცხადებს ვოლსკი.

ზვიად კუპრავას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები