კანადაში ყავის ერთ-ერთ კაფეში სროლა მოხდა
კანადაში, Starbucks-ის ყავის ერთ-ერთ კაფეში სროლა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ CTV პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
CBC-ის ცნობით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ხელისუფლება სროლას კრიმინალურ საქმიანობას უკავშირებს.
„ლავალის პოლიცია იძიებს Starbucks-ის ყავის მაღაზიაში მომხდარ სროლას, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
პოლიციის წარმომადგენელმა ლორან არსენომ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც ყავის მაღაზია მდებარეობს, რადგან პოლიცია გამოძიებას ატარებს, თუმცა სიცოცხლისთვის საფრთხე აღარ არსებობს.